ვირუსის გავრცელების რეკორდულ მაჩვენებლებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ისევ მოქალაქეებს აკისრებს | 26.10.2020

14 გარცავლილი, 1872 ინფიცირებული და 603 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის  ბოლო სტატისტიკა ქყვენაში.  კოვიდინფექციით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2000-ს უახლოვდება, კორონაპაციენტებისთვის განკუთვნილი თავისუფალი საწოლების რაოდენობა მხოლოდ 249-ს შეადგენს. მზარდი სტატისტიკის ფონზე, ხელისუფლება სისტემური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს და ვირუსთან ადაპტაციის სტრატეგიას აგრძელებს. გაირკვა, რომ საქართველოში პირბადის ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ვირუსის მართვაში დღეიდან სადაზღვევოს ოჯახის ექიმებიც ერთვებიან.  კორონავირუსთან საბრძოკველად მთავრობა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ამზადებს.

ვირუსის გავრცელების რეკორდულ მაჩვენებლებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ისევ მოქალაქეებს აკისრებს. განმარტავენ, რომ თუ პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში წესების 90%-იანი შესრულება იქნება, ვირუსის გავრცელების ტემპი 70%-ით შენელდება.  განსაკუთებული აქცენტი კეთდება  რეგიონებში წინასაარჩევნოდ გამართულ ხალხმრავალ შეხვედრებზე. მთავრობა ამბობს, რომ ამომრჩეველთან შეხვედრები პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და პროცესს ვერ შეაფერხებენ, თუმცა წესების დაცვას მნიშვნელოვანია.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პაცინეტიდან 8 – თბილისში, 4 – იმერეთში, 2 კი აჭარაში დაიღუპა. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. კორონავირუსს საქართველოში უკვე ექიმიც ემსხვერპლა. ახალქალაქის სასწრაფო დახმარების, 67 წლის ექიმი თბილისში, კლინიკა “ჯერარსში” 19 ოქტომბერს მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. გასულ დღე-რამეში გამოვნელინი ახალი შემთხვევებიდან 913 თბილისში, 337 იმერეთში, 296 აჭარაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესი თბილისის 76 ბაგა-ბაღშია შეჩერებული. ინფიცირებულნი არიან როგორც ბავშვები, ასევე თანამშრომლები. COVID-19-ით ინფიცირების გამო სწვალების დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა. თბილისის 161-ე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კონტაქტი 8 ბავშვთან ჰქონდა.

ბოლო 24 საათში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში სულ 469 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. იქ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 3 739 შემთხვევაა დადასტურებული, 1 462 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 35 კი არდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. ეპიდსიტუაცია მძიმდება ევროპაში. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ესპანეთში, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ე.წ. “კომენდანტის საათი” დაწესდა. კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა საფრანგეთში. მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა იტალიაშიც.  ე.წ მეორე ტალღის ფონზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველ ნოემბერს დაიწყება. ცდებს ისრაელი იწყებს, სადაც 18-დან 55 წლამდე 80 მოხალისე სამი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნება იმის გასარკვევად, გამომუშავდება თუ არა ანტისხეულები ვირუსის მიმართ.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები