იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თანამდებობას ტოვებს | 23.10.2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება გიორგი მიქაუტაძემ დღეს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მიქაუტაძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტს ტოვებს, რადგან სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ინიშნება. როგორც მიქაუტაძე ამბობს, ახალ თანამდებობაზე უზენაესი სასამრთლოს პლენუმმა  აირჩია და კანონის შესაბამისად მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.  იუსტიციის საბჭოში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კი კენჭისყრა 30 ოქტომბერს, არჩევნებამდე 1 დღით ადრე ჩაინიშნა.