ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს – შს მინისტრი | 22.10.2020

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.  კითხვაზე – იყო თუ  არა მძევლებს შორის მყოფი, დავით ხვიბლიანი  შეიარაღებული პირის თანამზრახველი ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ ადამიანების მიმართ წინასწარი ბრალდებები არასწორია და ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.  შსს მინისტრმა პასუხი არ  გასცა თავდამსხმელის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებულ შეკითხვასაც.

ჟურნალისტებმა მინიტრს კითხეს თავდამსხმელისთვის გადაცემულ თანხასზე. ირკვევა, რომ თანხა, თავდამსხმელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გადასცემია და ეს ფული “საქართველოს ბანკს” ეკუთვნოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი სპეცოპერაციას დადებითად აფასებს. ამბობს, რომ გუშინ მთავარი ამოცანა მძევლების უსაფრთხოება იყო, რისთვისაც ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. რაც შეეხება საქმის მეორე ეტაპს, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მთავარი მიზანი ახლა დამნაშავის პოვნა და დასჯაა.