ქობულეთში საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს | 22.10.2020

დაყაჩაღებისა და თავდასხმის შემთხვევები გრძელდება. ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანიის საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს. ჯერ-ჯერობით  უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და წაღებული თანხის რაოდენობა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავმდამსხმელმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ინკასატორს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და 55 000 ათასი ლარი გასტაცა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ინკასატორი სწრაფი გადახდის აპარატიდან თანხას იღებდა.