პროტესტი ივანიშვილის რვაწლიან მმართველობას – მორიგი აქცია შუშებიან სასახლესთან | 22.10.2020

აქცია  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.  შუშებიან სასახლესთან “ლეიბორისტული პარტიის” მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები  “ქართული ოცნების” 8 წლიანი მმართველობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და ივანიშვილის  ხელისუფლებიდან წასვლა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების  თქმით,  ოლიგარქი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ნაცვლად, მთელ დროს ოპოზიციასთან ბრძოლასა და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაში ხარჯავს, რისი შედეგიც მათი თქმით,  მოსახლეობის გაღატაკება და მასობრივი შიმშილია.