თავდამსხმელი, რომელსაც ბანკში მზევლები ჰყავს, 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს | 21.10.2020

სპეცოპერაცია ზუგდიდში.  სამი საათია შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი, საქართველოს ბანკის ფილიალში რჩება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 000 ამერიკულ დოლარს და ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შენობაში მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა შენობა, ბანკის მეოთხე სართულიდან სახანძრო კიბის საშუალებით დატოვა, რამდენიმე კი თავდამსხმელმა თავად  გაათავისუფლა. მათი ნაწილი ყვება, რომ შეიარაღებული პირი   ფილიალში მოულოდნელად შევიდა რამდენჯერმე გაისროლა და მოითხოვა, ყველა იატაკზე დაწოლილიყო.

რაც შეეხება მძევლებს, გავრცელებული ინფორმაციით, მათი  რაოდენობა 19-ია  თავდამსხმელს მძევლად ყავს აყვანილი როგორც ბანკის კლიენტები, ასევე თანამშრომლები.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. უწყებამ მედიას მოუწოდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და პირდაპირი ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები.

 

 

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები