ცესკოს ახალი დადგენილება, ხმების გაყალბების მორიგი მეთოდი იქნება – ოპოზიცია | 20.10.2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ახალი განკარგულება და კითხვები თამარ ჟვანიას უწყებას – არჩევნებამდე 10 დღით ადრე ისევ ბუნდოვანია როგორი იქნება კენჭისყრის დღე მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს  კარანტინში ან სტაციონარში იქნება. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ცესკოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,  კარანტინში და სტაციონატში მყოფ პირებს გადასატან ყუთს  მიუტანენ, ხმების გაყალბების მორიგი მეთოდი იქნება. ხელისუფლების ოპონენტები ცესკოსგან კონსულტაციებს და მეტ გამჭირვალობას ითხოვენ.

ოპოზიციის ეჭვები უსაფუძვლოა “ქართული ოცნებისთვის”.   “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ გადასატანი ყუთებით ამომრჩევლის მხოლოდ ნახევარი პროცენტი ისარგებლებს, ამიტომ სპეკულაცია ხმების გაყალბებაზე არგუმენტებს მოკლებულია.

2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების ლეგიტიმურობა არჩევნებზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული – ამბობენ მესამე სექტორში. სულხან სალაძე ფიქრობს, რომ მთავარი ახლა მოქალაქეების აქტიურობაა,  სხვა დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანია.

მესამე სექტორი ცესკოს მიერ გუშინ გამოქვეყენბულ დადგენილებაში კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, კარანტინში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს, ხმის მიცემისთვის ცესკოსთვის მიმართვა 26 ოქტომბრამდე მოუწევს, თუმცა რა ბედი ელით იმ ადამიანებს ვინ 26დან 31 რიცხვამდე აღმოჩნდებიან კარანტინში ან სტაციონარში – უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები