წინასაარჩევნო ზეწოლა სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე | 19.10.2020

წინასაარჩევნო ზეწოლა სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე. ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დირექტორებს და მასწავლებლებს აიძულებენ, მხარი მმართველ პარტიას დაუჭირონ. საგანგებო ბრიფინგი “ევროპულმა საქართველომ” გამართა და განათლების სამინისტროს  საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლების  საკითხზე მორატორიუმის გამოცხადება მოსთხოვა. როგორც  პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, ხელისუფლება იმ დირექტორებთან, რომლებსაც სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს.