შეუწყობს თუ არა ხელს სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება კორონავირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას | 19.10.2020

შეუწყობს თუ არა ხელს სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება კორონავირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას – უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარია პასუხისმგებლობას სტუდენტებსა და სასწავლებლებს აკისრებს და ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დისტანციურ თუ არადასტანციურ რეჟიმში გაგრძლება მხოლოდ მათი არჩევანია.  მისივე განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან სტუდენტების  უნივერსიტეტებში  სიარულის ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უკავშირდება.

უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას სტუდენტების გარკვეული ნაწილი აპროტესტებს. ამბობენ, რომ მაშინ როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცლება პიკს აღწევს, ქულების მიღების მიზნით,  ლექციებზე დასწრება და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება უწევთ. სტუდენტების ამ პროტსეტს უერთდება ოპოზიციაც. ფიქრობენ, თბილისში სადაც ეპიდემიის გავრცელების ყველაზე დიდი კერაა სტუდენტების უნივერსიტეტებში სიარულის  მოთხოვნა ხელისუფლების მორიგი მავნებლობაა, რაც მხოლოდ 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები