საზოგადოებრი ტრანსპორტით უცილებელ შემთხვევებში ისარგებლეთ – მერიის მიმართვა და კონტროლი ტრანსპორტში | 16.10.2020

COVID-19-ის მაჩვენებლის მატების ფონზე, თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში ისარგებლონ. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი დაიწყო. ამ მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ. ისინი მოქალაქეებს პირბადის ტარებისა და  დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.