იკვეთბა თუ არა დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკური მოტივი – ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებები | 16.10.2020

იკვეთბა თუ არა დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკური მოტივი. “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე ღიად ალაპარაკდნენ. მძიმე ბრალდებები ექსპრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა წაუყენა. ირაკლი ღარიბასვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დავით გარეჯის გახმაურებულ საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა. ღარიბაშვილი ადარწმუნებულია, რომ დავით გარეჯის სადაო ტერიტორიის საკითხი სწორედ სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების დონეზე გადაწყდა. მისი თქმით ამას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც ადასტურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ საეჭვო რუკებზეც, რომლებიც გახმაურებუოლ საქმეში დევს.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპნენტები ფიქრობენ, რომ თავდაცვის მინისტრი საკუთარი განცხადებებით, საზოგადოების უდიდესს ნაწილს შეურაცხყოფას აყენებს. ამბობენ იმასაც, რომ  საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩვენებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოძიების დაწყება მხოლოდ “ქართული ოცნების” წინასაარჩვენო კამპანიას უკავშირდება.

დავით გარეჯის გახმაურებული საქმის უკან პოლიტიკურ ინტერესს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ობიექტყურად განწყობილი ადამიანებისთვისაც ყველაფერი ცხადია.

კარტოგრაფები ივერი მელაშვილი  და ნატალია ილოჩოვა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებების ბრალდებით პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.