კარტოგრაფების გახმაურებული საქმე ქვეყნის ფარგლებს სცდება | 16.10.2020

კარტოგრაფების გახმაურებული საქმე ქვეყნის ფარგლებს სცდება. საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები​ს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების ნაწილს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. იურისტებმა  გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ შეცვალა  და ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. უფლებადამცველები ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობენ და ჩვენებებს ეჭვქვეშ აყენებენ.

არჩევნების წინ დავით გარეჯის თემის წინ წამოწევა ეკლესიას არ უკავშირდება.  ამ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 23 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და მღვდელმთავრებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა პირებმა ბოლო დროს მოპოვებული  კარტოგრაფიული მასალა გააცნეს. მათ შორის ის დოკუმენტაცია, რომელიც დავით ხიდაშელმა საქართველოში ჩამოიტანა. საპატრიარქო განმარტავს, რომ   სამართლებრივ სფეროში არ იჭრებიან, თუმცა მათი თქმით თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს ერისა და ქვეყნის წინაშე დანაშაულია.

 

 

 

 

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები