დაცარიელებული კვების ობიექტები და დახურვის წინაშე მდგარი ბიზნესი | 16.10.2020

დაცარიელებული კვების ობიექტები და დახურვის წინაშე მდგარი ბიზნესი – კორონავირუსის საქართველოში გავრცელებიდან 8 თვის თავზე მთავარი დარტყმა ახლა ისევ ტურისტულ სექტორზე მოდის. საქართველოს მთავრობის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, გასართობი ობიექტები და კაფე-ბარები კლიენტების მიღებას მხოლოდ საღამოს 22 საათამდე შეძლებენ, ეს კი ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნეს კიდევ უფრო აზარალებს. ბარების მფლობელები  ამბობენ, რომ თუ ეს შეზღუდვა დიდხანს გაგრძლდება, მათ ბოლო რესურსების გამოყენება, შემდეგ კი ობიექტების დახურვა მოუწევთ.

თითქმის გაჩერებული ტურისტული ბიზნესის ფონზე ხელისუფლება ვირუსის გავრცელების რისკს უნივერსიტეტებში ვერ ხედავს და 19 ოქტომბრიდან სწავლის პროცესის აუდიტორიებში განახლებას აანონსებს. თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განმარტებით, სწავლა ნაწილობრივ კვლავ დისტანციურ რეჟიმზე დარჩება, რადგან მთავარი სტუდენტებისა და პედაგოგთა უსაფრთხოებაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია კი სწავლის განახლებაში ბევრ საფრთხეს ხედავს და შესაძლო გართულებებზე საუბრობს.

უნდა განახლდეს თუ არა ფიზიკური დასწრებით სწავლა სასწავლებლებში და რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ აუდიტორიები ვირუსის გავრცელების უკონტროლო კერა გახდეს – ხელისუფლების ოპონენეტებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა სწავლის პროცესის აუდიტორიებში გადატანით სტუდენტების საარჩევნო უბნებიდან მოწყეტას ცედილობს, რისი მიზანიც ამომრჩევლის აქტივობის დაგდება და ძალაუფლების შენარჩუნებაა.

კორონაპანდემიის საგანგაშო მაჩვენებლების ფონზე ხელისუფლება სხვა წერტილოვან შეზღუდვებსაც აანონსებს, თუმცა დადგება თუ არა დღის წესრიგში ტრანსპორტის გაჩერება ან თუნდაც ქალაქების მასობრივი ჩაკეტვა, ეს ამ დომდე უცნობია. მოქალაქეების აზრით,  აუცილებელია ქვეყანამ ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნილი ვითარება კიდევ უფრო გართულდება.

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე განათლების სამინისტრო მე-7-ე – მე-12-ე კლასის მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასაც განიხილავს. არადა კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი უკვე 20 სკოლასა და 21 ბაღში შეჩერდა.

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები