919 ახალი ინფიცირებული – ყვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებლმა ყველა წინა რეკორდი მოხსნა | 15.10.2020

919 ახალი ინფიცირებული – ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებლმა ყველა წინა რეკორდი მოხსნა. ვირუსის გავრცელებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო.  გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 919 ადამინს დაუდგინდა და გადაიცვალა 4 პაციენტი. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 14 440 -ს შეადგენს. რეკორდული მაჩვენებელი სპეციალისებს უკვე  აშინებთ და საზოგადოებას პირბადის ქუჩაში ტარებისკენ მოუწოდებენ. ექიმები მოსახლეობას  განსაკუთრებული სიმკაცრით თხოვენ რეგულაციების დაცვას. თუმცა ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების მიუხედავად ამბობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი ახალ შემთხვევებს უმკლავდება.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 4 პაციენტს შორის 87 წლის ქალი და 65 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ერთი პაციენტი 83 წლის ქალი თერჯოლაში მკურნალობდა. ერთი ადამიანი კი თბილისში დაიღუპა.  ბოლო 24 საათში კორონავირუსი 366 ადამიანს დაუფიქსირდა დედაქალაქში. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის ახლაი კერები გაჩნდა საბავშვო ბაღებშიც, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13 საბავშვო ბაღია დახურული. სასწავლო პროცესი კორონავირუსის შემთხვევის გამო შეჩერდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაშიც.

გასულ დღე-ღამეში აჭარაში 286 ადამიანი დაინფიცირდა. აჭარის კოვიდკლინიკებში 548 პაციენტია მოთავსებული, აქედან 13 არასრულწლოვანი და 28 ორსულია. რეგიონში 8 კრიტკულად მძიმე პაციენტი ჰყავთ. 104-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა იმერეთში, სადაც კორონავირუსი 18 სკოლაშია დაფიქსირებული. COVID-19-ის 117 დადასტურებული შემთხვევის გამო,  ერთ-ერთი სამკერვალო დაიხურა  ფოთში. 57 კოვიდინფიცირბული შეემატა სამეგრელო ზემო სვანეთსაც. ასევე კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ქვემო და შიდა ქართლში,  კახეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში,  სამცხე ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ოკუპირებულ რეგიონებშიც. ბოლო 24 საათში 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2479-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 147 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიც. რაც რეგიონისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

კორონავირუისთ ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია მსოფლიოში. ვირუსი ჯამში 38 მილიონ 800 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 29 მილიონზე მეტი განიკურნა, ხოლო მილიონ 97 000-ზე მეტი გარდაიცვალა. COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე რიგ ქვეყნებში ზომები მკაცრდება. საფრანგეთში, პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდება, რომელიც საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იმოქმედებს.   კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება გერმანიაშიც. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი პროგნოზი არ აქვს და  რიცხვები კატასტროფულია.

 

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები