ანა დოლიძე ხელისუფლებას სისტემატურ თვალთვალსა და დაშინებაში ადანაშაულებს | 15.10.2020

წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლისა და შანტაჟის მორიგი სერია – ამჯერად ხელისუფლებას სისტემატურ თვალთვალსა და დაშინებაში დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ადანაშაულებს და ფოტომტკიცებულებებს ასაჯაროვებს. ანა დოლიძე ამბობს, რომ  “ქართულ  ოცნებასთან” დაახლოვებული პირები  ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს ვიდეოებს უღებენ და შემდეგ მათზე  ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ანა დოლიძემ ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსთასნ გააკეთა, მან   დამნაშავეების დასჯა და მისი დაზარალებულად ცნობა მოითხოვა.