რას ამბობს ხალხი კოვიდპანდემიაზე – საგანგაშო მდგომარეობა თუ ხელოვნურად გაზრდილი სტატისტიკა | 15.10.2020

კორონავირუსით ინფიცირების   თითქმის 1000-მდე ახალი შემთხვევა. საგანგაშო მდგომარეობა თუ ხელოვნურად გაზრდილი სტატისტიკა – მოსახლეობის აზრი  კორონაპანდემიის ახალ მაჩვენებლებზე განსხვავებულია. ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების  დიდი ნაწილი ამბობს, რომ საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს არ იცავს და ვირუსის ყოველდღიური ზრდა სწორედ რეგულაციების უგულვებელყოფას  უკავშირდება. თუმცა არიან  ისეთი მოქალქეებიც, რომლებსაც ვირუსის არსებობის საერთოდ არ სჯერათ და სტატისტიკის ზრდას, 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებენ. თვლიან, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ ეპიცენტრად მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასახელებენ. ამბობენ, რომ მგზავრთა უმეტესობა წესებს არ იცავს და პირბადეებს მხოლოდ კონტროლიორების მკაცრი გაფრთხილების შემდეგ იკეთებენ.  მათივე შეფასებით, განსაკუთრებულად  რთული მდგომარეობაა მაღაზიებსა და ბაზრობებზეც, სადაც სიტუაცია უკონტროლოა, სავაჭროდ გამოსული  მოქალქეები კი პირბადეების გარეშე დადიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები