მერმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო – “მწვანე ალტერნატივა” იპოდრომზე პარკის გაშენებაზე | 14.10.2020

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებას, საზოგადოებასთან კონსულტაციის და სათანადო შეფასების გარეშე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” კანონდარღვევად აფასებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერმა პარკის განაშენიანების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

“კანონით საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. გეგმა ძალიან ძვირიანია, პარკის მოვლაც თბილისის მოქალაქეებს ძვირი დაუჯდებათ, რადგან ის ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით გაშენდება, ამასთან პარკი იცვლება ფუნქციურადაც – ვკითუხლობთ “მწვანე ალტერნატივა”-ს დასკვნაში.

ბიძინა ივანიშვილმა, თბილისის მოქალაქეებს იპოდრომის ტერიტორია აჩუქა. თბილისის მერი ტერიროტიაზე პარკის გაშენებას აპორებს. პროექტის პრეზენტაცია გასულ კვირას გაიმართა.