„საარჩევნოდ დაწყებულია დირექტორების გათავისუფლების პროცესი“ | 14.10.2020

საარჩევნო კამპანიაში ჩართული მასწავლებლები. ოპოზიცია ხელს “ქართულ ოცნებას” ადებს და საჩივრის შეტანას ცესკოში გეგმავს. “ევროპული საქართველოს” ინცორმაციით, მმართველი გუნდის შტაბმა ზუგდიდში კანონი დაარღვია, რადგან მხარდამჭერ ვიდეოში ერთ-ერთი მონაწილე პედაგოგია. საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერძაიას  შვილმაც. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ საარჩევნოდ დაწყებულია დირექტორების გათავისუფლების პროცესი. “ევროპული საქართველოს” ბრალდებების  საპასუხოდ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განმარტა, რომ მან მოისმინა როგორც მასწავლებლების, ასევე კანდიდატის განმარტებები და ვინაიდან ვიდეოები არასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული, საარჩევნო კოდექსის დარღვევად არ ჩათვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები