ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ საქართველოსთვის გადაცემული მასალები სანდოა – ლაშა დარსალია | 14.10.2020

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ საქართველოსთვის გადაცემული მასალები სანდოა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე საერთაშორისო ექსპერტების შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით გაკეთდა. ლაშა დარსალიას თქმით ექსპერტების შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ  200 000-იანი მასშტაბის რუკა დავით გარეჯის მონასტრის სადაო ტერიტორიებზე საქართველოს პოზიციებს ამყარებს. მისი თქმით ექსპერტებმა შეაფასეს სხვადასხვა დროს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც, რაც მინისტრის მოადგილის შეფასებით შესაძლოა ქვეყნის საზიანოდ იქნას გამოყენებული.

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები