მამუკა ხაზარაძე პრემიერობის კიდევ ერთი კანდიდატი. “ლელო საქართველოს” პრეზენტაცია | 13.10.2020

პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე იქნება. პარტიის ლიდერი საზოგადოებას დავით უსუფაშვილმა წარუდგინა. დღესვე მამუკა ხაზარაზემ მარშალის გეგმის მიმართულების ლიდერებიც დაასახელა. “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით ქართულ საზოგადოებას სჭირდება ახალი ძალა და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც რეფორმებს განახორციელებენ. მამუკა ხაზარაძის თქმით მარშალის გეგმის მთავარი მისია ეკონომიკის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევაა.