ამომრჩევლებს გაუზომონ სიცხე და ტემპერატურა ხმამაღლა გამოაცხადონ – ზურაბ ჯაფარიძის მოთხოვნა | 13.10.2020

“ამომრჩევლებს გაუზომონ სიცხე და ტემპერატურა ხმამაღლა გამოაცხადონ”ეს მოთხოვნა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაირკვა, რომ  31 ოქტომბრის არჩევნებზე, ცესკოს მიერ გაწერილი პროცედურებით  საარჩევნო უბანზე ამომრჩევლს სიცხეს არ გაუზომავენ. ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებისთვის სიცხის გაზომვას და ხმამაღლა გამოცხადებას ითხოვს. ის ასევე თვლის, რომ  ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე საკუთარი თერმომეტრით მისვლაც უნდა აეკრძალოთ. “გირჩის” ლიდერი ითხოვს, რომ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ აღნიშნულზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.