“ჯაბა კრედიტის” მიერ დაზარალებულები ხელისუფლებას უმოქმედობასა და ფულის წართმევაში ადანაშაულებენ | 13.10.2020

აქცია გენერალურ  პროკურატურასთან – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ჯაბა კრედიტის”  მიერ დაზარალებულები  ხელისუფლებას უმოქმედობასა და ფულის წართმევაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ამ საქმეზე  ბრალდებულებისთვის სასჯელის გამკაცრებას და წართმეული  17 მილიონი ლარის  უკან დაბრუნებას ითხოვენ. საუბარია 500-მდე ადამიანზე, რომელთათვისაც კომპანია კუთვნილი თანხების დაბრუნებას ვერ ახერხებს. პროკურატურასთან გამართულ აქციას შეუერთდა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილიც, რომელმაც დაზარალებულებს მხარდამჭერა გამოუცხადა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაკარგული თანხის ანაზღაურებას დაპირდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები