“მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას”- გიგი უგულავა – დაპრისპირების ახალი ტალღა ოპოზიციაში | 12.10.2020

დაპირისპირების ახალი ტალღა ოპოზიციაში – “ევროპული საქართველოს”
ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საკუთარ Facebook გვერდზე ახალ ვიდეომიმართავს ავრცელებს და ოპოზიციური ერთობის დაზიანებაზე მთავარ პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს აკისრებს.  უგულავა ამბობს, რომ სააკაშვილის წინასაარჩევნო მოწოდებები საზოგადოებას ორ პოლუსად ჰყოფს, ეს კი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს კიდევ უფრო აძლიერებს. უგულავა აღნიშნავს, რომ “ევროპული საქართველო” კოალიციური მთავრობის შემთხვევაში სააკაშვილს, როგორც პრემიერობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

გიგი უგულავას დღევანდელ გზავნილებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. უგულავას თანაგუნდელსა და “ევროპული საქართველოს” წევრს ელენე ხოშტარიას პარტიის მსგავსი კამპანია არ მოსწონს და აქცენტების სხვა მიმართულებით დასმის აუცილებლობას ხედავს. გიგი უგულავას მხრიდან სააკაშვილის კრიტიკა კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია დღეს არც “ქართულ ოცნებას”.  პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციაში გართულებული ურთიერთობა მათი სისუტის მაჩვენებელია.