მუქარა, ძალადობა ,მოსყიდვა – საია-ს წინასაარჩევნო ანგარიში | 12.10.2020

მუქარისა და ძალადობის 11 ფაქტი, ამორმჩევლის მოსყიდვის 1 და  წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა – წინასაარჩევნო დარღვევების სტატისტიკას  ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია აქვეყნებს.  მეორე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 2020 წლის  სექტემბრის თვეს მოიცავს, აქცენტები  იმ ძალადობრივ ფაქტებზე კეთდება, რომლებიც სექტემბერში მარნეულსა და ბოლნისში გამოვლინდა. საია-ში ამბობენ, რომ დაპირისპირებისა და  ძალადობის შემთხვევებში მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

ანგარიშში მოხვდა ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც, რომელიც მედიკამენტების უსასყიდლოთ შეღავათიან ფასებში შეძენას შეეხებოდა. საია-ში ასევე ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობენ.  ამბობენ იმასაც, რომ მთავარ გამოწვევად სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება რჩება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად  და ამომრჩველის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.