საგანგებო მიმართვა მთავრობას, აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას უფლებების დასაცავად | 12.10.2020

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, ყველა ზომა მიიღონ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით. საგანგებო მიმართავას 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას თხოვს ხელი შეუწყონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ბებუას  გადმოყვანის პროცესს. მესამე სექტორი ითხოვს, რომ პროცესში  პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო აქტორების ჩართულობა მოხდეს.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა 30 სექტემბერს აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე დააკავეს. იმავე დღეს ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარი საწოლში ბალიშის ქვეშ ინახავდა.ირაკლი ბებუას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და დღემდე სოხუმის იზოლატორში რჩება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები