დაპირისპირება ქობულეთში – “ლელოს” აქტივისტებს ბაზრის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ | 12.10.2020

 

დაპირისპირება ქობულეთში – აგრარული ბაზრის შესასვლელთან ლელოს აქტივისტები და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტიის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატის, პაატა ცივაძის ინფორამციით, ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს გუშინ  სააგიტაციო მასალის დარიგებასა და კამპანიის თავისუფალ წარმოებას უშლდა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ წევრებს კი დღეს  გზა გადაუღობეს და ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა ისევ არ მისცეს. როგორც ბაზრის ადმინისტრაციაში  აცხადებს, ეს ტერიტორია  კერძო საკუთრებაა და საარჩევნო აგიტაციის გატარების უფლებას ოპოზიციას არ მისცემენ. თავად “ლელო”-ში კი ამბობენ, რომ ბაზრის მფლობელი ალექსანდრე რომანაძე ქართული ოცნების მხარდამჭერია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები