რა თქვეს სასამართლოში ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ – დავით გარეჯის საქმე | 09.10.2020

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულების მიმალვის საფრთხის მოტივით, პროკურატურა აღკვეთის სახედ, პატირმობას ითხოვდა. ივერი მელაშვილმა, რომელიც ბრალდებას აბსურდულს უწოდებს სასამართლოს გირაოც არ შესთავაზა, ილიჩოვას დაცვამ კი მისი 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ  დაკავებულთა ახლობლები.

გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო დარბაზში ემოციური სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები  წარდგენილ ბრალს არ ეთახმებიან. მძიმე ბრალდებით დაკავებულები განმარტავენ, რომ  ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმოქმედიათ. ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ  საქართველოს საზღვრების დასადგენი რუკა, რომლის დემარკაციის პროცესში გამოუყენებლობასაც ედავებიან, საზღვრების დასადგენად გამოუსადეგარია.

“როგორც ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს ორასი ათასიანი რუკა, ეს რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ეს არის 1936 წლის რუკა. ამ რუკის თანახმად, ჩვენ გადავდივართ 1929 წელსამ დოკუმენტში კი საუბარია, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე. როდესაც ჩემთან ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს მასალები, გაუკვირდათ, რატომ გვქონდა ამდენი მასალები. დიახ, ბევრი მასალა მქონდა. რომ არ მქონოდა, შეიძლება არასათანადოდ შემესწავლა. ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი. შეგიძლიათ, შეადაროთ ძველი რუკა და ახალი თანამედროვე რუკა. იქ იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. გვაქვს უკეთესი ვარიანტები რუკების, არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. დღეს როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობრომ აქ რაღაცა იკარგება, ეს არაკორექტულია, სულ მცირემე და ივერიმ მთელი საზღვარი ფეხით მოვიარეთ, ჩვენ ვიარეთ ქედებიმდინარები და ყველა რელიეფი ვიცით. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ამ პროცესისას რუკების შედარება შეიძლება მაგიდასთან, მაგრამ წადით საზღვართან და შეადარეთ რამდენად, სწორია ეს რუკებo,” – განაცხადა ნატალია ილიჩოვამ.

ხმაურიან საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ, მთავარი მტკიცებულება  დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სასულიერო პირმა კირიონმა, იგივე ზაზა ონიანმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკაში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული. სასულიერო პირის ჩვენების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა მოსამართლის წინაშე.

ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  იურისტები ფიქრობენ, რომ მოსამართლემ  უკანონო გადაწყვეტილება  მიიღო და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით საქართველო აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შემსწავლელი კომისიის ყოფილ წევრები, საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც  დატანილი საზღვრის ხაზები, არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. საუბარია 3 500 ჰექტარ ფართობზე.  საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ბრალდებულები მიზანმიმართულად იყენებდნენ სხვა რუკებს, რომლებიც  საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.  მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.