აფგან მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს | 09.10.2020

აფგან მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. აეროპორტში რეისზე დაუშვებლობის მიზეზად  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თავდაპირევლად ვადაგასული დოკუმენტი, შემდეგ კი კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი რეგულაციები დაუსახელეს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში გამზგავრებას ვერ შეძლებდა. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ როდის შეძლებს აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას და პროკურატუირისთვის ჩვენების მიცემას, თუმცა არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტი ყველაფერს გააკლეთებს, რათა საქმე ბოლომდე გაიხსნას. ადვოკატის ინფომაციით, მუხთარლიმ პროკურატურისგან წერილი 7 აგვისტოს მიიღო, სადაც წერია, რომ საგამოძიებო ორგანო მის დასაკიტხად მზად არის. ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მის გატაცებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. მუხთაერლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 18 საათზე ელოდებოდნენ.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები