5 გარდაცვლილი, 508 ინფიცირებული და 348 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა | 07.10.2020

5 გარდაცვლილი, 508 ინფიცირებული და 348 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის სტატისკიკა ამ დროის მონაცემებით. COVID-19-სგან ქვეყანაში  სულ 63 ადამიანი გარდაიცვალა,  ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი  9753-ია.  კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი – თბილისში. გარდაცვლილები ასაკოვანი პირები არიან, რომლებსაც ვირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ. ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციელია. მას კორონავირუსთან ერთად, ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 111 დედაქალაქში დაფიქსირდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თბილისში ინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. კორონავირუსი დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს, თუმცა ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ვირუსი დაუდასტურდა თბილისი ცენტრალში, ე.წ. ოქროს ბირჟის კიდევ 3 თანამშრომელს.

ისევ სამნიშნა რიცხვით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში, თუმცა დღეს კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ ინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო განიკურნა 280 პაციენტი.

COVID-19-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გურიაში, ფოთსა და რუსთავშიც. ვირუსით ინფიცირების მაღალი ტენდენციაა ოკუპირებულ აფახაზეთშიც. კორონავირუსით კიდევ 103 ადამიანი დაინფიცირდა. ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 868 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 15 კი გარდაიცვალა.

მომატებეული შემთხვევების გამო მოქალაქეებს პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეყნის პრემიერი. მთავრობის მეთაური მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვირუსს უმკლავდება და სხვა ქვეყნებთან შედარებით,  მთავრობა პანდემიის ეტაპს ეფექტურად მართავს. გახარია ოპოზიციისა  და ექსპერტების კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ ადამიანები,  რომლებიც ხელისუფლებას ეპიდემიოლოგიურ რჩევებს აძლევენ, მხოლოდ პოლიტიკურ ქულებს იწერენ.

კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე,  პრემიერი აჭარაში იმ მოქალაქეების პროტესტსაც გამოეხმაურა, რომლებიც კორონაპანდემიის გამო  დაწესებულმა  მკაცრმა  შეზღუდვებმა აზარალა. გიორგი გახარაია ამ ადამიანებს დამხარებას პირდება.

კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი სავარაუდოდ  მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე დღეს, დაავადებათა კონტრლის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ბრიფინგზე ისაუბრა ჯანდაცვის მინიტრმაც. ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასის  50 პროცენტით გაზრდის დაპირება მისცა.

კორონავირუსის მაჩევენებლის რეკორდული ზრდის ფონზე, ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს. ვირუსის  მეორე ტალღის გამო,  კი ევროპის ქვეყნების ნაწილი  ახალ რეგულაციებს აწესებენ. ბერლინში 23:00 საათიდან დილის  06:00 საათამდე ყველა რესტორანი და ბარი იხურება. იტალიაში კი ქუჩაში გასვლის დროს მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან ნიღბები ატარონ. ბელგიაში ოჯახის წევრების გარდა 3 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 36 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია მილიონზე მეტი ადამიანი. პირველ ადგილზე კვლავ  შეერთებული შტატებია, მეორეზე – ინდოეთი, მესამეზე კი  ბრაზილია.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები