როგორ დაიცავს ოპოზიცია ამომრჩევლის ხმებს | 07.10.2020

როგორ დაიცავს ოპოზიცია ამომრჩევლების ხმებს – საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციამ  დღეს მორიგი შეხვედრა გამართა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ერთ-ერთი გადაწყვეტილება,  რომელიც ხმების დაცვას უზრუნველყოფს, საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევის ონლაინ სივრცეში განთავსება იქნება. საარჩევნზე პროცესზე მონიტორინგის მიზნით შემუშავებული იქნება  სპეციალური  სისტემა, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევის ფაქტები  ონლაინ რეჟიმში აიტვირთება და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ყველა მედიასაშაულებისთვის იქნება.  პროცესს კოორდინირებას  “სტრატეგია აღმაშენებლი” გაუწევს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები