მზად ვართ 50 000 ლარი გადავიხადოთ ინფორმაციისთვის – გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი | 07.10.2020

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს.  ამის შესახებ გაუჩინარებული ბიჭის  ოჯახმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო ვერსიაზე მსჯელობენ, ფილფანები ფიქრობენ,რომ  საქმეში ინფორმაციის ნაკლებობაა.  ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები