კორუფცია ქუთაისის მერიაში – მაჟორიტარობის კანდიდატის ოთო კახიძის ბრიფინგი | 07.10.2020

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს.  ოთო კახიძის ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელისთვის 4200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა, რისთვისაც არ გამოაცხადა ტენდერი და უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს.  კახიძე ფიქრობს, რომ  პროკურატურა დამნაშავეებს ხელს აფარებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები