ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია – სამოქალქო აქტივისტები გალში დატყვევებულის გათავისუფლებისთვის | 07.10.2020

ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია კანცელარიასთან – სამოქალქო აქტივისტები გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის  ხელისუფლებისგან  რეაგირებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ ზერელე განცხადებები გააკეთეს, რაც მათი შეფასებით, არასაკმარისია. ფიქრობენ, რომ საქმემში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა საჭირო, რაც საქართველოს პრეზიდენმა უნდა უზრნველყოს.

ირაკლი ბებუა ოკუპანტებმა, გალში გასულ კვირას, აფხაზეთის ე.წ დროშის დაწვის გამო დააკავეს. გამოძიება მას სხვისი სიმბოლიკის განზრახ განადგურებასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ტარებას ედავება.  დაკავებული  აღიარებს, რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ამბობს, რომ ხელყუმბარა  დაკავებისას ჩაუდეს.

ბრალდება, რომ მთავრობა  დაკავებული საქართველოს მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის არაფერს აკეთებს, მიუღებელია ხელისუფლებისთვის. ამ თემაზე დღეს მცირე კომენტარი პრემიერმაც გააკეთა. გიორგი გახარია კოლეგების მსგავსად ამბობს, რომ  ბებუას უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად   სახელმწიფოს ყველა ინსტრუმენტი ამუშავებული აქვს.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები