თანადგომა სომეხ და აზერბაიჯანელ ერებს – ნათელაშვილი მეზობელ ქვეყნებს მიმართავს | 06.10.2020

თანადგომა სომეხ და აზერბაიჯანელ ერებს  – “ლიბორისტული პარტიის” ლიდერი საქართველოს მეზობელ ქვეყნებს სპეციალური განცხადებით მიმართავს და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ყარაბაღში 2 კვირის წინ განახლებულმა კონფლიქტმა რთული ფორმა შეიძინა, ამიტომ აუცილებელია მხარეები მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდნენ. დღესვე მშრომელთა პარტიის ლიდერმა თურქეთის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და ერდოღანის ხელისუფლება რეგიონში არსებული დაპირისპირების გამწვავებაში დაადანაშაულა.