ძალადობა ოპონენტებზე და წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობა – თბილისის მერის პასუხი ბრალდებას | 06.10.2020

ძალადობა ოპონენტებზე და წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობა – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი გუშინ, მერიასთან განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც  ოპოზიციური პარტიის ლიდერები დააკავეს. სერგო ჩიხლაძეს ამბობს, რომ ხელისუფლება “სტრატეგია აღმაშენებლის” დაჯარიმებიდან, ახლა უკვე პარტიის ლიდერების დაკავებებზე გადავიდა. ის კახა კალაძეს კორუმპირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიამ გუშინდელი ფაქტის შესავლის თხოვნით, არასამთავრობო სექტორებს  უკვე მიმართა.

თბილისის მერიასთან, გუშინ, კახა კალაძესთან შეხვედრის თხოვნით დაწყებული აქცია დაპისპირებაში გადაიზარდა. შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მოხდა, რის შემდეგაც “სტარტეგია აღმაშენებლის” 4 წევრი დააკავეს.  აქციის მიზეზი კი  პარტიის აქტივისტების გახშირებული დაჯარიმება გახდა. ირკვევა, რომ “სტარტეგია აღმაშენებელი”, საბანკო სესხების  პროცენტის განახევრების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვების პროცესში, მერიის მუნიციპალური ისპენქციისგან,  100 000 ლარამდე დაჯარიმდა. ვაშაძის პარტიაში თვლიან, რომ ამ სანქციებით ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება.

კახა კალაძე  მერიასთან გავითარებულ მოვლენებს მხოლოდ დღეს გამოეხმაურა. ის “სტრატეგია აღმაშენებლის” გახშირებულ დაჯარიმებაზე ბერვს არაფერს ამბობს. მერი უარყოფს ბრალდებას, რომ ის ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას ხელს უშლის.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები