4 გარდაცვლილი და 578 ინფიცირებული – კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა ქვეყანაში | 05.10.2020

ოთხი გარდაცვლილი და 578 ინფიცირებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა ქვეყანაში. გარდაცვლილებიდან ორი ბათუმში მკურნალობდა, ერთი კი ქუთაისის კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. ვირუსის გავრცლების კუთხით, ლიდერი კვლავაც აჭარაა. აქ კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება დედაქალაქს, ინფიცირებულთა რაოდენობა თბილისში 72-ით გაიზარდა. კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან ხუთი რუსთავს უკავშირდება, ინფიცირებულებს შორის ერთი-ერთი პირველკლასელია. კორონავირუსით დაინფიცირდა მეცხრე კლასის მოსწავლე ველისციხეშიც. ვირუსით ინიფიცრებულებს შორის არის  ზესტაფონი-ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის ერთი  მძღოლიც.

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის რეკორდული ზრდის პარალელურად იზრდება გამოჯამრთელებულთა რიცხვიც. ვირუსი სულ 4619-მა პაციენტმა დაამრცხა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, გამოჯანმრთელებულთა ზრდის ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქია. როგორც ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, მთავრობის ახალი დადგენილებით, ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები ყოველგვარი ტესტირების გარეშე, თვითიზოლაციაში პირდაპირ გადავლენ.

საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძე  განმარტავს, რომ ქვეყანაში PCR ტესტების საკმარისი მარაგია შეძენილი და ჯერჯერობით დეფიციტი არ შეინიშნება. ტიკარაძემ ჟურნალისტებს ინფორმაცია გრიპის ვაქცინაზეც მიაწოდა და აღნიშნა, რომ მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობა და მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად ზრდის ფონზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საჭიროებას მთავრობა ამ დრომდე ვერ ხედავს, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი ახლა მოქალაქეებსა და შესაბამის დაწესებულებებზეა. პრემიეირ განმარტავს, რიმ ყველა დაწესებულებამ უნდა განახორციელეოს თერმოსკრინინგი, უზრუნველყოს დეზინფექციის სააშუალებები და აკონტროლონ თანამშრიმლები, ხოლო მოქალქეება უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციები.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონა ვირუსის  8696 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 4619 ადამიანი უკვე გამოჯამრთელდა. კარანტინის რეჟიმში კი 5 000-ზე მეტი პირი რჩება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები