ოკუპანტების მიერ დაკავებულ ირაკლი ბებუას სოხუმის ციხეში ბრალი წაუყენეს | 02.10.2020

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ირაკლი ბებუას  სოხუმის ციხეში ბრალი წაუყენეს. მას ოკუპირებული რეჟიმი  საბრძოლო მასალების უკანონო შენახვას ედავება. აფხაზეთში აცხადებენ, რომ ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ე.წ. სამართალდამცავებმა ფრაგმენტული ხელყუმბარა ამოიღეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო საქართველოს მოქალაქე გალში გუშინ დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.