გიორგი შაქარაშვილის დედამ სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა | 02.10.2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.  თამუნა შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა და განმარტა, რომ პროცესზე მისვლა მისთვის სტრესული იქნება.  გარდაცვილილის დედას  არ სურს,  მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები  ნახოს. თამუნა შალვაშვილი დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს. გიორგი შაქარაშვილის დედა ბრალდების მხარემ მოწმეთა სიიდან უკვე მოხსნა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არარულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. ბრალდების მხარე საბედისწერო ღამეს  სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით ინტერესდება.

გახმაურებულ საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან ორს ბრალდების მხარემ მოგვიანებით ბრალდება დაუმძიმა, რაც  განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.