პარტიების საარჩევნო სიები – არჩევნებამდე 1 თვით ადრე პოლიტიკური პარტიები ყველა კარტს ხსნიან | 02.10.2020

არჩევნებამდე 1 თვით ადრე პოლიტიკური პარტიები ყველა კარტს ხსნიან – უკვე ცნობილია პოლიტიკური პარტიიების ის  სიები, რომლებიც მათთვის გამარჯვების მომტანი უნდა გახდეს. საზოგადოების დიდი ნაწილის გამოხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” – სიის ათეულს მოჰყვა, რომლის სათავეშიც მოულოდნელად ცნობილი ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე აღმოჩნდა. ქართული კინოს ვარსკვლავი მედიასთან გამოჩენას  არ ჩქარობს, ცნობილია, რომ ის  პირველ განცხადებას  სავარაუდოდ კვირას გააკეთებს. “ნაციონალური მოძრაობის” სიის ოცეულში აღმოჩნდა სააკაშვილის ხელისუფლების მრავალწლიანი ოპონენტი გუბაზ სანიკიძე. ამბობს, რომ ის ახლა ისტორიის სწორ მხარეს დგას, რადგან ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია. სანიკიძე მის კრიტიკოსებს წარსულში ქექვის ნაცვლად,  საკუთარი ისტორიის გადახედვას ურჩევს.

“ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულში პარტიის ძველ წევრები არიან. ჩამონათვალში მეორეა გრიგოლ ვაშაძე, მესამე კი ნიკა მელია. პარტიაში მიაჩნიათ, რომ სია საუკეთესოა და ის  ოპოზიციური გაერთიანებისთვის გამარჯვების მომტანი იქნება.

“ნაციონალური მოძრაობის” სია უკვე დაიწუნა მმართველმა პარტიამ. ფიქრობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ლიდერი არ ყავს, რის გამოც სიის პირველ ნომერი – მომღერალია. “ქართულ ოცნებაში” ითქვა, რომ  მათი სია უალტერნატივოა. მმართველი პარტიის სია კი ასე გამოიყურება – ჩამონათვალში მოხვდნენ პარტიის პრესამსახურის უფროსი გრეტა წიწავა და პიანისტი ელისო ბოლქვაძე. სიაში ადგილი გამოინახა იმ მდუმარე დეპუტატებისთვისაც, რომლებსაც  წლების განმავლობაში პარლამენტის ტრიბუნით არ უსარგებლიათ. სიაში მოხვდა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური – ვლადიმერ ჩაჩიბაია. სიაში ადგილი მოიძებნა, საკრებულოს დეპუტატებისთვისაც. სიაში ვერ მოხვდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი სოფო კილაძე, ასევე პარტიის ე.წ ძველი გვარდიის წევრი გუგული მაღრაძე.

ოპოზიციონერი  კოლეგების მსგავსად, სიის წარმატებაში დარწმუნებულია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი. შალვა ნათელაშვილი. “ქართული ოცნების” სიაზე საუბრისას კი ამბობს, რომ  სია მხოლოდ ერთი ადამიანის გემოვნებით არის დაკომპლექტებული, რასაც საზოგადოება თავის პასუხს საარჩევნო ურნებთან გასცემს.

ყველა ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით პარლამენტში მოხვედრის მსურველთა განსხვავებული ფორმატი მოიფიქრა “ევროპულმა საქართველომ”. პარტიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის სავარძლებს ის დეპუტატები დაიკავებენ, ვინც სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ასეთი მიდგომით მანდატების განაწილება ბევრად უფრო სამართლიანი და დემოკრატიული იქნება.

არჩევნებამდე 29 დღე რჩება. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების დიდმა ნაწილმა, სიაებთან ერთად, ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამებიც გააცნო. პოლიტიკური პარტიები გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან და ამბობებ, რომ ერთამენთათან პაექრობა რთული, არჩევნების დღეს კი საკმაოდ დაძაბული იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები