ოპოზიციის მადესკრიდიტებელი გვერდები, ცრუ მედია და აგიტაცია “ოცნების” სასარგებლოდ [01.10.2020]

ოპოზიციისა და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი გვერდები, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედია და აგიტაცია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ – ეს  სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი დარღვევების ნაწილია. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კვლევაში, რომელიც 01 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, 452-ზე მეტი Facebook გვერდის დაკვირვება და  14 ათასზე მეტი საჯარო პოსტის გაანალიზება მოხდა. ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ Facebook-ზე პოლიტიკური აქტივობა გაზრდილია. საკმაოდ ხშირია პოლიტიკური დისკრეციის კამპანიები, რომლებიც უფრო ხშირად “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდებიდან მომდინარეობს. გამოვლენილია ოპოზიციის წინააღმდეგ მოქემდი გევრდებიც, რომელთა სამიზნე ხშირად “ნაციონალური მოძრაობაა”.