ვინ მოხვდნენ პარტიების საარჩევნო სიაში [01.10.2020]

“ქართული ოცნება” საბოლო პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს – უკვე ცნობილია ის 150 ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში მოხვდა. ჩამონათვალში მოხვდნენ პარტიის პრესამსახურის უფროსი გრეტა წიწავა და პიანისტი ელისო ბოლქვაძე. “ქართული ოცნების” სიაში ადგილი გამოინახა იმ მდუმარე დეპუტატებისთვისაც, ვისაც წლების განმავლობაში პარლამენტის ტრიბუნით არ უსარგებლიათ, თუმცა სიაში ვერ მოხვდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტიური წევრი სოფო კილაძე, ასევე პარტიის ე.წ ძველი გვარდიის წევრი გუგული მაღრაძე. სიაში 49-ეა  თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაიაც. მმართველი პარტიის სიაში ადგილი მოიძებნა, პარტიის საკრებულოს დეპუტატებისთვისაც.

საკუთარი სიის ათეულს ასაჯაროვებს “ნაციონალური მოძრაობაც”. სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძე იქნება, ათეულს კი რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე დაასრულებს. სიაში ასევე იქნებიან ნიკა მელია, დევი ჭანკოტაძე, გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამაადშვილი, კობა ნაყოფია, ხატია დეკანოიძე და ლევან ვარშალომიძე.  “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ეს სია მათთვის გამარჯვების მომტანი იქნება.

უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება – “ევროპულმა საქართველომ” სიის პირველი ოცეული რამდენიმე დღის წინ წარადგინა, რომელშიც დიდ ადგილს პარტიის გამოცდილი წევრები იკავებენ. მასშტაბური პრეზენტაციისთვის ემზადებიან “სტრატეგია აღმაშენებელშიც”. გიორგი ვაშაძის თქმით, მათი სია მხოლოდ საქმის მკეთებელი ადამიანებისგან იქნება შემდგარი.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები