დატოვა თუ არა თენგიზ ცერცვაძემ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის პოსტი [01.10.2020]

დატოვა თუ არა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის პოსტი თენგიზ ცერცვაძემ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის მთავარი ინფექციური კლინიკა ხელმძღვანელის გარეშე დარჩა, თუმცა ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება არ ადასტურებს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თენგიზ ცერცვაძე აჭარაში უახლოს დღეებში ვიზიტს გეგმავს, რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, გაურკევლობაში არიან მისი თანამშრომლებიც.

შეგახსენებთ, დაპირისპირება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯერ კიდევ აგვისტოში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 აგვისტოს კლინიკამ კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა.  სამინისტრომ კლინიკას სასამართლოში სავენტილაციო სისტემის არქონის გამო უჩივლა, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელობა  სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არ არსებობაზე ღიად წლების განმავლობაში საუბრობდა.  მაშინ დაპირისპირება ინფექციური საავადმყოფოსთვის 300 ათასი ლარის გამოყოფით დასრულდა, რაც კლინიკას გადაუდებელი სამუშაოებისთვის უნდა გმოეყენებინა. ინფექციურმა საავამყოფომ პაციენტიების მიღება 1 სექტემებრს განაახლა. თენგიზ ცერცვაძე სამედიცინო ცენტრს 13 წელია ხემძღვანელობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები