ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ 3 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [29.09.2020]

პარტია “გამარჯვებულმა საქართველომ” 3 საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრები პარლამენტში მოსახვედრად – ხულოს, ქედასა და შუახევის, ბათუმის, ასევე ქარელისა და ხაშურის ოლქებში იბრძოლებენ.  “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე  ოპოზიციასთან გაფორმებულ  შეთანხმებაზეც ისაუბრა. ირაკლი ოქრუაშილი აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” და “გამარჯვებული  საქართველო” რამდენიმე ოლქში ერთმანეთს  მხარს დაუჭერს.