საქართველო ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება – გახარია-სტოლტენბერგის შეხვედრა [29.09.2020]

საქართველო ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება – ეს განცახდება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ გახარიას ნატოსადმი ერთგულების გამო მადლობაც გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ნატო-ს გენერალური მდივანი ბრიუსელში ერთმანეთს დღეს შეხვდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და  ქვეყნის განვითარების შესახებ პოზიციები გაცვალეს.

მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის” – იენს სტოლტენბერგი

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები