კორონავირუსით საქართველოში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა [28.09.2020]

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 3 პირი გარდაიცვალა.  გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი კი თბილისში. ინფექციონისტების ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილები 65 და 70 წლის მამაკაცები არიან. მესამე გარდაცვლილი კი თბილისში მიხაილოვის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ის  58 წლის ქალია.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 5552-მდე გაიზარდა. ინფიცირების ახალი შემთხვევებით კვლავ აჭარა ლიდერობს. იმერეთში 38 პირი დაინფიცირდა, თბილისში 32, გურიაში კი 16. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5000-ზე მეტი ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  836. კოვიდ სასტუმროში 800-მდე პირი რჩება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები