თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოიების პირველი ფორუმი გაიმართა [25.09.2020]

თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოიების პირველი ფორუმი გაიმართა. ღონისძიება  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.  სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარამ ფორუმის მნიშვნელობაზე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.  მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების ფასდაუდებელ მხარდაჭერასაც.  ღონისძიებას, რომელიც  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და მთავრობის მხარდაჭრით გაიმართა, საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები