გიორგი ვაშაძე მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ხელისუფლებას საკუთარ გეგმას სთავაზობს [25.09.2020]

500 მილიონიანი სუბსიდირება მცირე მეწარმეებისთვის, აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება და პენსიონერებისთვის საპროცენტო დავალიანების განულება – “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ხელისუფლებას საკუთარ გეგმას სთავაზობს. ის დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ვაშაზის თქმით ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პრობლემნების ფონზე ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ვაშაძე მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა  და საბანკო სისტემის მიერ ისედაც გაჭირვებული ხალხის ქონების გადაფორმება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები