როგორია წინასაარჩევნოდ მედიაგარემო – ევროკავშირისა და გაერო-ს შუალედური ანგარიში [24.09.2020]

მედია-გაშუქებაში კვლავ შეიმჩნევა საარჩევნო პროცესის სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა, გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. ასეთია საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები, რომელსაც  ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აქვეყნებენ. შუალედური ანგარიშში, რომელიც 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, წერია, რომ  წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით,  მედიის ყურადღება ძირითადად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგს ეთმობა, ხოლო საარჩევნო პროცესის სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა საარჩევნო თემები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. მედიამონიტორინგი 43 მედიასაშუალებას, 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეტსა და 13 ონლაინ გამოცემას მოიცავს.