წინასაარჩევნო დარღვევები – “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოსგან რეაგირებას მოითხოვს [24.09.2020]

წინასაარჩევნო დარღვევბზე საუბრობს “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”.  სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ  და ცესკოსგან რეაგირებას მოითხოვენ. საგანგებო ბრიფინგზე 20/20-ის  სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ფაქტების დასადასტურებლად ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა. ამ   მასალებიდან კი  ირკვევა, რომ მარნეულის N22-ე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ დამოუკიდებელი წევრები ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები არიან. ირგანიზაციაში ამბობენ, რომ კომისიის ეს წევრები “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის ზაურ დარგალის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები