“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ” 25 სამაჟორიტარო ოლქში საკუთარი კანდიდატები წარადგინდა [24.09.2020]

2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებამდე 38 დღით ადრე მთავარი ოპოზიციური გაერთიანება პირველ ოფიციალურ განაცხადს აკეთებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ” 25 სამაჟორიტარო ოლქში საკუთარი კანდიდატები წარადგინდა. ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი – ეს იმ კანდიდატების ნაწილია, ვინც 31 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გუშინ გამართულ ღონისძიებაზე პარტიის ლიდერებმა მთავარ ამოცანად ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება დაასახელეს და გუნდის წარმატების პირობა დადეს. მაჟორიტარობის კანდიდატთა შორის აღარ არის გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც ბოლო კვირეების განმავლობაში აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა. პარტიაში ამბობენ, რომ ჭანკოტაძე პარლამენტში მოხვედრას პარტიული სიით შეეცდება, თუმცა რა გახდა ცვლილების მიზეზი უცნობია.

რატომ ვერ ან არ მოხვდა მაჟორიტართა სიაში აგვისტოს ომის მონაწილე გენერალი ჭანკოტაძე – ამაზე  არც ექსპრეზიდენტი  სააკაშვილი საუბრობს.  მაჟორტარების წარგენიდან  რამდენიმე საათში სააკაშვილმა  საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა და  თანამებრძოლებს წარმატება უსურვა. ექსპრეზიდენტი  ამბობს, რომ მაჟორიტართა სიაში გამოცდილ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად ახალი სახეებიც არიან, რაც გამარჯვების შანსებს ზრდის.

გუშინ დასახელებულ მაჟორტარობის კანდიდატებს,  უკვე მოჰყვა გამოხმაურებები სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკური ძალები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებენ, თუმცა აღიარებენ, რომ ბრძოლა რთული და დაძაბული იქნება. მაჟორიტარების სიასთან პრეტენზიები არ აქვთ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თაბნაგუნდელებსაც. ამბობენ, რომ სააკაშვილის პარტიის ირგვლივ გაერთიანებული ძალების პოლიტიკური არჩევანი მხოლოდ მათი საქმეა, ამიტომ ისინი კონკრეტული კანდიდატების  შეფასებებისგან თავს იკავებენ.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები